Please select a page for the Contact Slideout in Theme Options > Header Options

მთავარი

სიმძლავრე (მგვტ)

გამომუშავებული ელ.ენერგია (მლნ. კვტ/სთ)

ინვესტიცია (მლნ აშშ დოლარი)

სიახლეები

  • “ქართლის ქარის ელექტროსადგური” აუქციონის გზით გასხვისდება

    საქართველოს მთავრობის 2017 წლის  23 თებერვლის განკარგულების საფუძველზე შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“-ს წილების აუქციონის გზით გაყიდვის მიზნით, მის პარტნიორებს   „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაევალათ  შესაბამისი ღონისძიების გატარება, მათ შორის შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“-ს  სარეალიზაციო…

  • ქართლის ქარის ელექტროსადგურმა იანვარში 6 540 000 კილოვატ საათი გამოიმუშავა

    ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2017 წლის იანვრის თვეში 6 540 000 კილოვატ საათი გამოიმუშავა, რაც საპროგნოზო მაჩვენებელს 140 000 კილოვატ საათით აღემატება. ამასთანავე, სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი…

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია

სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2016 წლის 15 მარტს და დასრულდა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს სადგური ოქტომბრიდან გადავა ტესტირების ეტაპზე, რა დროსაც გამოიმუშავებს ელ. ენერგიას , ხოლო ამ ენერგიის მიწოდება მოხდება ელექტროსისტემის ქსელის მეშვეობით საქართველოს მოსახლეობაზე. დეკემბრის მეორე ნახევარში ქარის ელექტროსადგური გაეშვება ექსპლუატაციაში და ამუშავდება სრული დატვირთვით.

ქართლის მეტეოსადგურის მშენებლობა

 

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ძალებით 2013 წელს დაიწყო. 2013 წლის აგვისტოს დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა. ანძის საშუალებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ფონდის დაკვეთით ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნოორვეგიულმა კომპანია „MEVENTUS”- მა მომზადა ქარის რესურსების შეფასების ანგარიში. ამასთანავე მომზადდა ტურბინების განლაგების რამოდენიმე სქემა, საიდანაც შეირჩა ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვს ტურბინიანი სქემა.

ჩვენი პარტნიორები

111

korp