Please select a page for the Contact Slideout in Theme Options > Header Options

ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია

ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია
June 28, 2018 admin

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერეცია გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა გახსნა.

ქართლის ქარის ელექტროსადგურის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი კონფერეციაზე მოხსენებით წარდგა. მან ისაუბრა ქარის ენერგიის პოტენციალზე, განახლებადი ენერგიის ამ მიმართულებით განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია სტუდენტებს გააცნოს ენერგეტიკაში არსებული პერსპექტივები, სექტორში არებული სიახლეები და და ინოვაციები. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს, გაცნობოდნენ სიახლეებს და დარგში არსებულ გამოწვევებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის და USAID-ის წარმომადგენლებმა, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ენერგეტიკის სფეროდან, საქართველოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

36266329_909925319194345_4864292428292554752_o