Please select a page for the Contact Slideout in Theme Options > Header Options

ქართლის ქარის ელექტროსადგური აცხადებს ბაზრის კვლევას საფინანსო-საბროკერო მომსახურების შემდგომში შესყიდვის მიზნით

ქართლის ქარის ელექტროსადგური აცხადებს ბაზრის კვლევას საფინანსო-საბროკერო მომსახურების შემდგომში შესყიდვის მიზნით
March 20, 2018 admin

შპს ქართლის ქარის ელექტროსადგური ატარებს ბაზრის კვლევას კომპანიის პარტნიორების (სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“) კუთვნილი აქციების, პირველადი საჯარო შემოთავაზების პროცესთან დაკავშირებით,  საფინანსო-საბროკერო მომსახურების სავარაუდო ღირებულების  და ვადების დასადგენად თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

შემოთავაზება უნდა შეიცავდეს:

–  მომსახურების გაწევის ვადას;
– მომსახურების ღირებულებას (ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს გარდა);

  • კომპანიის გამოცდილების შესახებ ინფორმციას ანალოგიური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

გთხოვთ, არაუგვიანეს 2018 წლის 3 აპრილის  წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: wind@gedf.com.ge

საკონტაქტო პირი: თორნიკე ყაზარაშვილი,   +995 322 18 11 31.

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

 

ტექნიკური დავალება

ფასთა ცხრილი