Please select a page for the Contact Slideout in Theme Options > Header Options

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა მარტში 8 935 000 კილოვატ საათი გამოიმუშავა

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა მარტში 8 935 000 კილოვატ საათი გამოიმუშავა
April 3, 2017 admin

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ  მიმდინარე წლის მარტის თვეში  წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტრო გენერაციამ 8 935 000 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 635 000 კილოვატ საათით აღემატება მარტის თვის პროგნოზს.

ამასთანავე აღსანიშანავია, რომ ქარის მაქსიმალური სიჩქარე მიმდინარე თვეში 32 მეტრ/წამს გაუტოლდა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით ელექტროსადგურმა დროებით შეაჩერა ტურბინების მუშაობა.

შეგახსენებთ რომ ქართლის ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმიდან 27 იანვარს მოიხსნა და მოქმედებს როგორც კვალიფიციური საწარმო. ამასთანავე სადგურის მიერ ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია შეადგენს 30 282 834,9 კილოვატ საათს.