Please select a page for the Contact Slideout in Theme Options > Header Options

EBRD-ის პრეზიდენტი: ძალიან ვამაყობ გორში ქარის პირველი ელექტროსადგურით

EBRD-ის პრეზიდენტი: ძალიან ვამაყობ გორში ქარის პირველი ელექტროსადგურით
January 20, 2017 admin

“პირველ რიგში, მე და პრემიერ-მინისტრი შევთანხმდით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება. ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის სტრატეგია, რომელიც ჩვენმა დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა გასული წლის დეკემბერში და რომელიც სრულ თანხმობაშია საქართველოს მთავრობის სტრატეგიასთან კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდასთან, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ენერგორესურსების გონივრულად გამოყენებასთან”, – განაცხადა დავოსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

“ასე რომ, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. გარდა ამისა, ხაზგასმით აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ 2016 წელს ბანკმა განახორციელა ინვესტიციების რეკორდული ოდენობა საქართველოში, დაახლოებით 250 მილიონი ევრო, განხორციელდა 17 პროექტი. ყველა პროექტი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მაინც გამოვყოფ, რომლითაც ძალიან ვამაყობ. ლაპარაკია კავკასიაში პირველი ქარის ელექტროსადგურის შექმნაზე გორში.

ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. 2017 წლის გეგმები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში. ასე რომ, ჩვენ ძალიან წარმატებული ურთიერთობა გვაკავშირებს, და ეს ურთიერთობა მხოლოდ ინვესტიციებს არ მოიცავს. აქ ლაპარაკია ახალი სტრატეგიების მიღებაზე, ცვლილებების განხორციელებაზე, რის წყალობითაც საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის.

საქართველოს ინვესტორთა საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი, ძალიან გამართულად მუშაობს, ასევე აღსანიშნავია კონკურენციის სააგენტო. ასევე აღსანიშნავია ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების გეგმა. ყველა ეს სფერო ძალიან წარმატებული და სასარგებლოა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის არსებული ურთიერთობებისთვის.” – განაცხადა სუმა ჩაკრაბატმა.

 

წყარო: ipress.ge