Please select a page for the Contact Slideout in Theme Options > Header Options

ჯუბო ტურაშვილი

Jubo-Turashvili

ჯუბო ტურაშვილს 2017 წლის აგვისტოს თვიდან უკავია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ და შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ იურისტის პოზიცია.

ჯუბო ტურაშვილმა, 2010-2011  წლებში, ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (CSL) – ბაკალავრიატის ფაკულტეტზე, სადაც 2011 წელს იყო კავკასიის სამართლის სკოლის თვითმმართველობის წევრი, ხოლო 2012 წელს კავკასიის სამართლის სკოლის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი.

ჯუბო ტურაშვილმა 2012-2013 წლებში, სწავლა განაგრძო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლის ფაკულტეტზე, სადაც ასევე იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრი და სწავლის დასრულების შედეგად მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი.

საქართველოში, სამართლის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდგომ, 2015-2016 წლებში სწავლა განაგრძო ლიტვის სახელმწიფოში, ქალაქ ვილნიუსში, სადაც,  Mykolas Romeris University (MRU) – ში,  ინტენსიური სწავლების შედეგად მიიღო ევროპული და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხი.

ლიტვაში სწავლის დასრულების შემდგომ, 2016-2017 წლებში სწავლა განაგრძო საფრანგეთში, ქალაქ ჩემბერში, სადაც University Savoie Mont Blanc-ში სწავლის შედეგად მიიღო მეორე მაგისტრის ხარისხი ევროპულ და საერთაშორისო ბიზნეს სამართალში.

ჯუბო ტურაშვილი ფლობს ინგლისურ ენას.