Please select a page for the Contact Slideout in Theme Options > Header Options

ჩვენ შესახებ

შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ (შემდგომში – „კომპანია“) წარდმოადგენს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ (57.15 %)  და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (42.85 %) წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიას, რომელმაც 2016 წელს განახორციელა საქართველოში, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ქარის პირველის ელექტროსადგურის პროექტი (შემდგომში – „პროექტი“) რომლის დადგმული სიმძლავრე 20.7 მგვტ-ია ხოლო წლიური გამომუშავებული ენერგია 88 000 000 მლნ კვტ/სთ უტოლდება. პროექტის ღირებულების 70%-ის დაფინანსება განახორციელა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა, ხოლო დანარჩენი 30%-ის მობილიზება მოახდინეს კომპანიის პარტნიორებმა.

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, როდესაც დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა. ანძის მეშეობით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნორვეგიულმა კომპანია ,,MEVENTUS”-მა მოამზადა ქარის რესურსების შეფასების ანგარიში და ამასთან შეირჩა ქარის ექვსი ტურბინის განლაგების ყველაზე ოპტიმალური სქემა. ამის შემდგომ, დეტალური პროექტის მომზადებაში ჩაერთო ბელგიური საკონსულტაციო კომპანია „Tractebel Engineering“, რომელიც წარმოადგენს გიგანტი კონცერნის „GDF Suez”-ის შვილობილ კომპანიას. გარდა დეტალური პროექტისა, კონსულტანტის მიერ მომზადდა სატენდერო დოკუმენტაციები ორ ლოტზე:

ლოტი 1 – ქარის ტურბინების შესყიდვა, ტრანსპორტირება, მონტაჟი და შემდგომი მომსახურება.

ლოტი 2 – ელექტრო და სამშენებლო სამუშაოები.

2015 წლის 24 დეკემბერს, ქარის ინდუსტრიაში ტურბინების მწარმოებელ წამყვან კომპანია „VESTAS BENELUX“ B.V-სთან გაფორმდა ქარის ტურბინების შესყიდვის, ტრანსპორტირების, მონტაჟისა და შემდგომი მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა – 19 875 200 ევრო.

2016 წლის 06 აპრილს გაფორმდა ელექტრო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება “CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO” LTD-სთან რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 3 771 908.29 აშშ დოლარი. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა მისასვლელი გზების, ქარის ტურბინების საძირკვლების, ელექტრო და ქვესადგურის მოწყობის სამუშაოები.