Please select a page for the Contact Slideout in Theme Options > Header Options

პროექტის შესახებ

პროექტის მოკლე აღწერილობა:

შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ (შემდგომში – „კომპანია“) წარდმოადგენს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ (50.1 %) და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (49,9%) წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიას, რომელმაც 2016 წელს განახორციელა საქართველოში, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ქარის პირველის ელექტროსადგურის პროექტი, რომლის დადგმული სიმძლავრე 20.7 მგვტ-ია ხოლო წლიური გამომუშავებული ენერგია 88 000 000 მლნ კვტ/სთ უტოლდება. პროექტის ღირებულების 70%-ის დაფინანსება განახორციელა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა, ხოლო დანარჩენი 30%-ის მობილიზება მოახდინეს კომპანიის პარტნიორებმა.
აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, როდესაც დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა. ანძის მეშეობით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნორვეგიულმა კომპანია ,,MEVENTUS”-მა მოამზადა ქარის რესურსების შეფასების ანგარიში და ამასთან შეირჩა ქარის ექვსი ტურბინის განლაგების ყველაზე ოპტიმალური სქემა.
დეტალური პროექტის მომზადებაში ჩაერთო ბელგიური საკონსულტაციო კომპანია „Tractebel Engineering“, რომელიც წარმოადგენს გიგანტი კონცერნის „GDF Suez”-ის შვილობილ კომპანიას. გარდა დეტალური პროექტისა, კონსულტანტის მიერ მომზადდა სატენდერო დოკუმენტაციები ორ ლოტზე:
ლოტი 1 – ქარის ტურბინების შესყიდვა, ტრანსპორტირება, მონტაჟი და შემდგომი მომსახურება.
ლოტი 2 – ელექტრო და სამშენებლო სამუშაოები.
2015 წლის 24 დეკემბერს, ქარის ინდუსტრიაში ტურბინების მწარმოებელ წამყვან კომპანია „VESTAS BENELUX“ B.V-სთან გაფორმდა ქარის ტურბინების შესყიდვის, ტრანსპორტირების, მონტაჟისა და შემდგომი მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა – 19 875 200 ევრო.
2016 წლის 06 აპრილს გაფორმდა ელექტრო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება “CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO” LTD-სთან რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 3 771 908.29 აშშ დოლარი. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა მისასვლელი გზების, ქარის ტურბინების საძირკვლების, ელექტრო და ქვესადგურის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის დაფინანსება:

2015 წელს აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან პროექტის ფინანსირების საკითხზე. 2016 წლის 11 იანვარს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურსა“ და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომელიც 2016 წლის 30 სექტემბერს შეიცვალა განახლებული რედაქციით, რომლის მოქმედების ვადამ შეადგინა 10 წელი, ხოლო საერთო თანხად განისაზღვრა 22 000 000 მლნ აშშ დოლარი. ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტის საერთო ღირებულება წინამდებარე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში შეადგენს 31 230 000 მლნ აშშ დოლარს.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2016 წლის მარტის თვეში და ამავე წლის 06 ოქტომბერს ჩატარდა ელექტროსადგურის საზეიმო გახსნის ცერემონია.

ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების ეპატზე არაერთი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიის მიერ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით:

ხელშეკრულების მხარეები

სესხის ხელშეკრულება
(11.01.2016) ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი და შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“
გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულება
(19.02.2016) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“
ელექტრო და სამშენებლო სამუშაოები (ლოტ 2)
(06.04.2016) შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ და “China Nuclear Industry 23 Construction Co” Ltd
ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება
(10.05.2016) შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“

2016 წლის 06 ივნისს, კომპანიასა და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შორის გაფორმდა შეთანხმება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ, რომლის საფუძველზეც სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ და საკონსულტაციო კომპანია „Tractebel Engineering“-ს შორის 2015 წლის 13 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უფლება გადაეცა შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურს“.
შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურზე“ გაიცა ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია 2016 წლის 04 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N52/14 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც 2016 წლის 29 დეკემბერს ამოქმედდა. 2016 წლის 06 იანვარს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ N1-04 ბრძანების თანახმად გაიცა ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა. ამასთან, 2016 წლის 20 დეკემბერს, სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ N34-02 ბრძანების საფუძველზე, ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში იქნა მიღებული.
2016 წლის 10 ნოემბერს, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საცდელი გაშვების რეჟიმში რეგისტრირებულ იქნა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ.

სამშენებლო სამუშაოები:

სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის 15 მარტს დაიწყო. პირველი ეტაპი მოიცავდა სამშენებლო მოედნის მოწყობას და საჭირო მანქანა-დანადგარების მობილიზებას. ფუნდამენტის მოწყობის ეტაპზე გარდა კონტრაქტორი კომპანია CNI, ასევე ჩართული Vestas ქვეკონტრაქტორი AECOM GEORGIA, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უწევდა მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობა. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, ელექტრო და სამშენებლო სამუშაოები შემოწმებულ იქნა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანია “Mott Macdonald” და “SGS consulting“-ის მიერ. როგორც მშენებლობის პერიოდში, ასევე სადგურის ოპერირების ეტაპზე კომპანია “Mott Macdonald“-ი წელიწადში ორჯერ ატარებს სადგურის ინსპექტირებას.
ტურბინების ტრანსპორტირება, მონტაჟი, ექსპლუატაციაში გაშვება.
შპს ქართლის ქარის ელექტროსადგურმა VESTAS BENELUX B.V-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად შეიძინა 2016 წლის V117 ტიპის ქარის უახლესი ტურბინები, რომლის თითოეულის დადგმული სიმძლავრე 3.45 მეგავატს შეადგენს. ფრთების სიგრძე 57,12 მეტრია ხოლო ტურბინის კოშკურის – 91.5 მეტრი. ქარის ტურბინის სამი ნაწილისგან შედგება:
1. ფრთები – ტრანსპორტირება განხორციელდა გერმანიიდან
2. ტურბინის კოშკურა – ტრანსპორტირება განხორციელდა ესპანეთიდან
3. მთავარი გენერატორი(ქარის ტურბინა) – ტრანსპორტირება განხორციელდა დანიიდან.
ქარის ტურბინები საქართველოში, ფოთის პორტში 2016 წლის 28 ივლისს შემოვიდა (აქ შეიძლება ჩავყაროთ გადმოტვირთვის სურათები ან ფოთში დრონით გადაღებული ვიდეო ) და დაიწო შიდა ტრანსპორტირება ქ.ფოთიდან ელექტროსადგურის ტერიტორიის მიმართულებით.(სურათები ან ვიდეო ტრანსპორტირების).
ტურბინების მონტაჟი დაიწყო 22 აგვისტოს და დასრულდა 19 სექტემბერს. მონტაჟის პერიოდში გამოყენებული იყო ორი 150 ტონიანი ამწე და ერთი 700 ტონიანი ტვირთამწეობის ტექნიკა, რომლის ტრანსპორტირებაც განხორციელდა თურქეთიდან.
20 სექტემბრიდან დაიწყო ტურბინების ტესტირების რეჟიმი, რომლიც ითვალისიწინებდა მაღალი ძაბვის გარეშე შიდა სისტემების შემოწმებას(cold commissioning), ხოლო 10 ნომრიდან დაიწყო ძაბვის ქვეშ ტურბინების 240 საათიანი უწყვეტ რეჟიმში ტესტირება (hot commissioning).
სატესტო რეჟიმი 2016 წლის 21 დეკემბერს დასრულდა და ქარის ელექტროსადგური ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში. ექსპლუატაციაში შესვლამდე ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ინჟინრებმა განახორციელეს სადგურის ინსპექტირება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რამაც ოფიციალურად დაადასტურა სადგურის მზადყოფნა ოპერირებისთვის.
გარდა ზემოთ ხსენებული სამუშაოების, კომპანია “Vestas Georgia”-სთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი 10 წლის განმავლობაში სადგურს ქარის ტურბინების შეკეთების და ოპერირების მომსახურებას.

ტექნიკური მაჩვენებლები წლის ბოლოსთვის:

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ფინანსური მოდელი ეფუძნებოდა ქარის ელექტროსადგურის მიერ წლიურ 71 500 000 კილოვატ საათის ელ.ენერგიის გამომუშავებას, ხოლო ქარის რესურსის ათვისების პროცენტული მაჩვენებელი კი 41.1 % შეადგენდა. 2017 წლის განმავლობაში სადგური მიერ გამომუშავებულმა ელ. ენერგიამ 76 737 000 კილოვატ საათი შეადგინა და ხოლო ქარის რესურსის ათვისების მაჩვენებელმა კი – 53,2 %. საპროექტო და გენერაციის საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაყრდნობით, კომპანიის მენეჯმენტი იმედოვნებს, 2017 წელს სადგურის მიერ გამომუშავებული ელ.ენერგია 90 მილიონ კილოვატ საათმდე იქნება ხოლო ქარის რესურსის ათვისების კოეფიციენტი არანაკლებ 50 % იქნება, რაც მსოფლიოს მასშტაბით, ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ერთ-ერთი დიდი მაჩვენებელია.