Please select a page for the Contact Slideout in Theme Options > Header Options

ლევან მოსახლიშვილი

Captur

ლევან მოსახლიშვილს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“-ს დირექტორთა საბჭოს წევრია 2017 წლიდან, ასევე მას  უკავია სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილის პოზიცია იურდიულ და ადმინისტრაციულ საკითხებში,  2013-2019 წლებში ეკავა დირექტორის პოზიცია იურიდიულ საკითხებში. ამ პოზიციის დაკავებამდე იგი იყო უმსხვილესი კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის იურიდიული სამსახურის უფროსად, კს „კორძაძის საადვოკატო ბიურო“-ს ცენტრალური ფილიალის მენეჯერად, გახლდათ საქართველოს სასამართლო რეფორმისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის სასამართლო ადმინისტრირების კოორდინატორი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) დირექტორის მოადგილე და საჯარო ადმინისტირების პროექტის დირექტორი, ბანკი „კონსტანტას“ იურიდიული სამსახურის უფროსი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის მენეჯერი და კონსულტანტი.

ლევან მოსახლიშვილი  ასევე გახლავთ  კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.

ლევან მოსახლიშვილი ფლობს სამართლის დოქტორის ხარისხს და გახლავთ ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის დოქტორანტი.

არის შვიდი მონოგრაფიის, 21 სამეცნიერო სტატიის და 13 კვლევის ავტორი და თანაავტორი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.