Please select a page for the Contact Slideout in Theme Options > Header Options

თორნიკე ყაზარაშვილი

Tornike-Kazarashvili

თორნიკე ყაზარაშვილი შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთ საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე 2016 წლის იანვარში დაინიშნა. ამ პოზიციის დაკავებამდე იგი იყო სს “საქართველოს ენერგეტიკი განვითრების ფონდის“ პროექტების მენეჯერი ქარის ენერგიის მიმართულებით. თორნიკე ყაზარაშვილი სს “საქართველოს ენერგეტიკი განვითრების ფონდს“ 2012 წლის აგვისტოში შემოუერთდა და იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს.
ამასთანავე,თორნიკე ყაზარაშვილი 2017 წლის მარტში დაინიშნა შპს „ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს წევრად , ხოლო აპრილის თვეში შპს“ ენგურის ტურისტული ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. მას აქვს გამოცდილება მიღებული კერძო კომპანიებშიც, სხვადასხვა პოზიციებზე.
თორნიკე ყაზარაშვილი ფლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ESM ბიზნეს სკოლის, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის დიპლომს და ამჟამად ირიცხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის მაგისტრატურაზე.
თორნიკე ყაზარაშვილი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.